55
30 იანვარი 2023, 20:47

აშშ-ის ახალ ელჩს რუსეთში, ლინ ტრეისის მოსკოვში ანტიამერიკული ლოზუნგებით ხალხის ჯგუფი დახვდა, როდესაც ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური რწმუნებათა სიგელების გადასაცემად შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ თან ჰქონდათ პლაკატები „მესიჯებით“:
„თქვენი ტანკები კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას“.
როგორც მედია წერს, რუსეთში საპროტესტო აქციები - განსაკუთრებით ომთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფაქტობრივად აკრძალულია, თუ არ ექნება ხელისუფლების მხარდაჭერა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |