სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ აზარაშვილი მოლდოვას ვიცე-პრემიერს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 30 იანვარი 2023, 21:37

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ოლეგ სერებრიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, მოლდოვასა და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები.


ზურაბ აზარაშვილმა, დელეგაციის წევრებს, სამინისტროს მუშაობს სპეციფიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა გააცნო.


დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ კი სტუმრებს, გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მატერიალური დახმარების, ჯანმრთელობისა დაცვისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები წარუდგინა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.


მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაცია, საქართველოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის მოწვევით ჩამოვიდა.


ორდღიანი ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოში რეინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე და სხვა შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი