პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 30 იანვარი 2023, 22:38

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრიის კანცლერმა კი ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.

საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
„ელარჯი-ფართი“ წალენჯიხის მერიაში - მერიის თანამშრომელი, ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გონერ კვარაცხელიას მეუღლე ქეთევან ფიფია სამსახურში ელარჯს ამზადებს
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების პროპაგანდისტული ხაზი უფრო დამძიმდება, შემდეგი იქნება, რომ ნატო და ევროკავშირი არ გვჭირდება -„ქართული ოცნების“ შეფასებები გასაგებია, მნიშვნელოვანია, რას დავუპირისპირებთ ოპოზიცია
„პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა“, „რუსეთის კარზე ნატოს „ყეფამ“ შესაძლოა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია“ - რას ამბობდნენ უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზე მსოფლიო ლიდერები
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
არქივი