მამუკა ხაზარაძემ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უნდა უპასუხოს და პასუხისმგებლობა აიღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 31 იანვარი 2023, 12:49

მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა.

„მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, და რატომ არ ქმნიან? იმიტომ ხომ არა, თაგვმა თხარა თხარა და კატა გამოთხარაო. მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „ლელო – საქართელოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ახლა „ახალი ძალების გაერთიანების დროა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი