ეკა სეფაშვილი: მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის კოორდინირებული მოქმედება, რათა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 31 იანვარი 2023, 13:37

,,ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან, შეხვედრის მთავარ აქცენტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებული მოქმედება, იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს.

„მოლდოვის ვიცე-პრემიერთან ძალიან თბილი შეხვედრა შედგა. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნების გამოცდილება როგორც საერთო ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ისე - რეინტეგრაციის საკითხების, კონფლიქტურ რეგიონებთან ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობის პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწევების თვალსაზრისით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებული მოქმედება, იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს. შეხვედრამ საკმაოდ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებიც", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი