რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 31 იანვარი 2023, 13:47
ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და მისი მიღწევისთვის აუცილებელია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობის ამაღლება, განახლებად ენერგიაში ინვესტირება და ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

ღონისძიება, რომელიც რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გახსნეს, USAID-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების ხელშეწყობაში.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის გზით“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოებისა და სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის საფუძველზე, 10 წლიანი პერიოდისათვის შეიმუშავა სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მიქაუტაძის ინფორმაციით, მსგავსი მნიშვნელობის დოკუმენტები სახელმწიფოს აქამდე არ შეუმუშავებია და მათ ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციები უდევთ საფუძვლად.

„გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების - გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ასევე აღსანიშნია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მწვანე ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტირებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის შესაძლებლობებს მოგვცემს“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ქვეყანას გააჩნია წყლის, ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსები, რომელთა ათვისებაც დადებითად აისახება გენერაციის დაბალანსებისა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა
არქივი