44
31 იანვარი 2023, 14:47

ჩვენ გვახსოვს მათი [„ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას.
„ეს არის მათ მიერ ჩაწერილი და მათ მიერ გავრცელებული ჩანაწერები. ეს ადამიანები არ და ვერ შეიცვლებიან. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს, რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ, ავადმყოფები იყვნენ. დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |