რატომ დაემალა „იმედს“ ეკა გიგაური, რომელმაც საქართველოს კორუფციის ინდექსის შესახებ განცხადების გასაკეთებლად ჟურნალისტები ოფისში თავად დაიბარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 31 იანვარი 2023, 14:58

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქართველოს კორუფციის ინდექსის შესახებ განცხადების გასაკეთებლად ოფისში მედიის წარმომადგენლები დაიბარა, თუმცა, საბოლოოდ, კომენტარის გასაკეთებლად არ გამოჩნდა.

მის ნაცვლად კომენტარი, ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა გააკეთა. კითხვაზე, თუ რატომ არ გამოვიდა მედიასთან შესახვედრად გიგაური, ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ მას მედიასთან შესახვედრად არ ეცალა.

„კორუფციის აღქმის ინდექსზე ვმუშაობ მე და ამიტომ, ყველაზე კომპეტენტური მე ვარ ამ საკითხში. თავიდანვე მე უნდა ჩავწერილიყავი მედიასთან, თვითონ არ სცალია ადამიანს, მე ვარ კომპეტენტური და მე ვეწერები“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი