კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 31 იანვარი 2023, 15:09

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა ზედმიწევნით შესრულდება, პირველი რეკომენდაციის შესრულება კი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

კალაძე არ გამორიცხავს, რომ იმ გადაწყვეტილების ფონზე, როდესაც საქართველო დაჩაგრეს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცეს, ქვეყანა შესაძლოა ახლაც სტატუსის გარეშე დარჩეს.

„ცხადია ცალმხრივად ვერ მოხდება [დეპოლარიზაცია], შეუძლებელია. ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, თუმცა სხვა რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით შესრულდება. შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი. არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს - როდესაც უკრაინას და მოლდოვას [სტატუსი] მისცეს და არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონიათ რატომ არ მისცეს [სტატუსი] საქართველოს. დაჩაგრეს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ hპასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
არქივი