პაციენტი სააკაშვილი და მისი ადვოკატები დაჟინებით ითხოვდნენ "დიაზეპამის" გაკეთებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 03 თებერვალი 2023, 14:21

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ზეწოლაზე ისაუბრა.

„ეს ზეწოლა არის მუდმივი ხასიათის და ჩვენდა გასაკვირად, არა სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი მხრიდან იყო მხოლოდ ერთადერთხელ მათზე ზეწოლა, როდესაც იყო დიაზეპამის ინტრამუსკულაურლი ინექციები, რომელსაც პაციენტი ითხოვდა დაჟინებით. მაშინ იყო ზუსტად ის პროცესი, როდესაც სასამართლო ითხოვდა სასამართლო პროცესის პალატაში ჩატარებას. პალატებში და განყოფილებებში დასდევდნენ აბაშიძეს და მგონი დავარაშვილსაც [მკურნალ ექიმებს], რომ არ შეეწყვიტათ დიაზეპამის ინტრამუსკულური გამოყენება, ანუ კუნთებში, მარტივად რომ განვსაზღვროთ. რადგან ეს ქმნიდა დიაზეპამის ფონს, პაციენტის გამოკითხვა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა რელევანტური, შესაბამისად, ეს შესაძლებლობას ვერ შექმნიდა, რომ ჩატარებულიყო სასამართლო პროცესები კლინიკის ტერიტორიაზე. მისი მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ინტრამუსკულური დიაზეპამი არ შეწყვეტილიყო. მე ამაზე დავიბარე თამარ აბაშიძე და ვუთხარი, რომ ქალბატონო თამარ, მესმის თქვენი ემპათიის და ხართ პაციენტის მხარეს, მაგრამ დამერწმუნეთ, ზუსტად პაციენტის მხარე როცა საქმე საქმეზე მიდგება ზუსტად ამ დიაზეპამის გაკეთებას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს და აბსოლუტურად დაივიწყებს იმ მომენტს, რომ თქვენ ამას რაღაცნაირად ეხმარებოდით, რომ არ ჩატარებულიყო სასამართლო პროცესი კლინიკაში“, - განაცხადა  ნადირაძემ.

 მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
არქივი