ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც, რომ როგორმე ამ თაობამ მაინც არ ნახოს ის უბედურება, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია და ომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 14 მარტი 2023, 13:47

ძალიან მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული მსგავსი კანონი, ეტაპობრივად მიიღებს, დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დასანანია, რომ საქართველომ უცხოური ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის შესახებ კანონპროექტი ვერ მიიღო.

„იმ გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც ის არაერთი წელი იყო ოპოზიციაში მაშინდელ ხელისუფლებასთან, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უწყვეტად იმყოფება, ვიტყვი – იმ ფაქტმა, რომ ჩვენ, საქართველოს, და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, იქნება დასანანი, სანანებელი. არ არის გამორიცხული, რომ ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ჰქონდეს საკმაოდ მძიმე შედეგიც. რეალობა არის ის, რაც არის. იმ კონტექსტში ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ შედეგიც უნდა გვესმოდეს, რაც დადგა. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, რომელიც ევროპული კონტინენტი არ გახლავთ, მაგრამ მაღალი ხარისხის დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყანაა, მას ვერ დააბრალებ, რომ არის რუსეთი ან რუსეთის პროვინცია, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის ან კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ყველამ უნდა შეძლოს გაერთიანება და გამოწვევების ერთად დაძლევა.

„ჩვენ, ყველას გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას, პირველ რიგში, პროფესურასა და ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს, რომ როდესაც გავა წლები, ყველა იყოს მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ აღზარდა ღირსეული მომავალი თაობა, რომელიც შემდეგ ინფორმირებულად, თავისუფლად, დამოუკიდებლად და არა ვინმეს წნეხის ან ბულინგის ქვეშ მიიღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ინფორმირებულია ახალგაზრდა, ის აუცილებლად მიიღებს საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელ გადაწყვეტილებას. პრობლემა არის, როდესაც ის არ არის ინფორმირებული ან იმყოფება არნახული წნეხის ქვეშ, როგორც ეს ვნახეთ არა მხოლოდ ახალგაზრდებზე, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც, რომელსაც ზოგიერთმა მათგანმა, სამწუხაროდ, ვერც კი გაუძლო. ჩვენ ალბათ მაინც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, რომელშიც ძალიან ბევრი თაობის, ჩვენი წინაპრების, უშუალო წინაპრების და ჩემი თანატოლების სისხლია ჩადებული, ეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ყველამ ერთად დავიცვათ, არ ავყვეთ პანიკას, ისტერიკას, რადგან ამის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, უცხო ქვეყნისა სამხედრო ძალა დგას სულ რამდენიმე კილომეტრში და სიმშვიდით, გონიერებით უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამისთვის ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც, რომ როგორმე ამ თაობამ მაინც არ ნახოს ის უბედურება, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია და ომი. მრავალი გამოწვევაა ჩვენს წინაშე, არ ვგულისხმობ მხოლოდ ხელისუფლებას, თითოეული ჩვენგანის წინაშე მრავალგვარი გამოწვევაა და უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს გამოწვევები ერთად დავძლიოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი!
გიგა ბოკერია - თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?! - ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი
მამუკა მდინარაძე: სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება - თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ
მამუკა მდინარაძე: სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი