3 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმში ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 15 მარტი 2023, 11:41

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც 9 წლის შვილი დაკრძალეს, დაშავებული მეორე შვილი ოჯახმა წუხელ, 14 მარტს, თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.

დაშავებული ბავშვის მკურნალი ექიმები ბათუმში გუშინ აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულისთვის აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს დღეს სასამართლომ. პროკურატურამ 64 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა - მუხლი, რომლის დარღვევაშიც დაკავებულს ადანაშაულებენ
გულისხმობს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა ბათუმში 11 მარტს, ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ბულვარში ბატუტი გადაბრუნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა - მიღებული დაზიანებების გამო 9 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
არქივი