"ფრანკლინის კლუბისა" და "გირჩის" წარმომადგენლები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 16 მარტი 2023, 00:42
„ლიბერალური ფაშიზმი არის ძალიან საშიში იდეოლოგია და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ იდეოლოგიის გავრცელების პრევენცია,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა. /

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების მისამართით ბულინგზე და აღნიშნა, რომ "ფრანკლინის კლუბისა" და "გირჩის" წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში თავის დროზე. მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს. 

 „სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ავლენენ ეს ორგანიზებული ჯგუფები საკუთარ მისწრაფებებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. სპორტსმენებზე იყო საუბარი, სპორტსმენებზე ბულინგი. თქვენ ნახეთ რომ ორმა სპორტსმენმა გააკეთა განცხადება, ბევრი გვყავს გამორჩეული, მაგრამ მათ შორის გამორჩეული სამი იყო, ვინც გააკეთა განცხადება. აქედან ორი თავის დროზე იყო განსაკუთრებული ბულინგის ობიექტი იგივე ადამიანების მხრიდან. აბულინგებდნენ, მაგალითად, თორნიკე შენგელიას იმისათვის, რომ გადავიდა "ცეესკაში", წარმოუდგენელი მოვლენა იყო. თორნიკე შენგელია რომ გმირია, მან აჩვენა ამ ბოლო თამაშებშიც. წარმოიდგინეთ მან ოთხ დღეში ჩაატარა სამი თამაში სამ სხვადასხვა ქვეყანაში. შენ რომ არ იყო პატრიოტი და იყო "გირჩელი" ამას არ გააკეთებდი. 

თორნიკე შენგელიამ დაამტკიცა რომ არის ნამდვილი პატრიოტი, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო ბულინგი, როდესაც მას გაუკეთეს კაპიტნის სამკლავური, როდესაც "რუბინიდან" მოდიოდა. ანუ, მას სცეს პატივი და აქაც, მერე, რომ ვნახულობდი ამ ადამიანების „ფეისბუქ“ პროფილებს , რომლებიც ახლა იყვნენ ბულინგში ჩართული, ესენი იყვნენ "ფრანკლინის კლუბისა" და "გირჩის" წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში თავის დროზე. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რის პრევენციაზეც ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი