სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
პარლამენტი 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული - ორი საკითხია, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, გადაწყდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 16 მარტი 2023, 13:57

არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ე.წ. დეპოლარიზაცია - სიმართლე გითხრათ, ყოველგვარი იმედი მაქვს ამოწურული, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზმითაა დაკავებული, გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას და რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციაში მათი წვლილი იყოს შესული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული.

„ზოგიერთ დეპუტატს თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. შევახსენებ ყველას, რომ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს, საერთოდ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, კენჭისყრებში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეფუჭებინათ აფუჭებდნენ, დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება. მიუხედავად ამისა, ხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული, ჩვენ მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა სტრატეგიას მივიღებთ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ამით მე-8-ე და მე-9-ე საკითხები დიდწილად შესრულდება და დარჩება ორი ძირითადი - სასამართლო რეფორმის და დეოლიგარქიზაციის, რომელსაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ასევე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამ საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ. არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს, ერთია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ვნახოთ, იმედია ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ომბუდსმენის არჩევის პროცესში აქაც პარტიებს განაწყობს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ და მეორე საკითხია, ე.წ. დეპოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ არის პრობლემა და პრობლემაა რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით ეს დღეები. აქ უკვე სიმართლე რომ გითხრათ, ყოველგვარი იმედი მაქვს ამოწურული, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზმითაა დაკავებული გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას და რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციაში მათი წვლილი იყოს შესული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი იმსჯელებს კომისიის რეკომენდაციებზე და საბოლოო გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული.

„გუშინ მარკერებით მონიშნულ ვენეციის კომისიის დასკვნას გავეცანი და საკვირველია რამდენად არ ესმით არსი არც დასკვნის და ზოგადად როგორ არიან ასე ნეგატიურად მოწყობილები. ვენეციის კომისიამ იმსჯელა სამ ქვეყანაზე - უკრაინაზე, მოლდოვაზე და საქართველოზე. გასაკვირია, რომ მოლდოვას და საქართველოს დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა უკრაინა კვლავ არ გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ და ესეც ცოტა საეჭვო გარემოებაა, რატომ აყოვნებს უკრაინის კანონზე დასკვნის გაკეთებას, თუმცა იდენტური დასკვნებია ჩვენთან და მოლდოვასთანაც. ვენეციის კომისიამ დაადასტურა მიუხედავად პროპაგანდისა, რომ ეს (ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონი) არის ასლი უკრაინული კანონის. ევროკომისიამ თქვა, რომ არის ორი გზა, რომლითაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშაოთ - ინდივიდუალური მიდგომა და სისტემური მიდგომა. სისტემური მიდგომით საქართველო ისედაც წინ არის, მათ შორის, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ნებისმიერ ინდექსით, სისტემური მხრივ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც უფრო ძლიერია, თუმცა მიუხედავად ამისა 12 პუნქტის ფარგლებში ჩვენ დამატებით რეფორმებს ვაწარმოებთ და ამავე დროს, ის ტყუილი, რომელსაც ავრცელებდნენ თითქოს ვენეციის კომისიამ თქვა, რომ კანონის მიღება არ შეიძლება, არ ვიცი შავით თეთრზე კითხულობენ, თუ თეთრად შავზე, მაგრამ ჩახედეთ ბოლოს წინა გვერდს სადაც წერია „რეკომენდაცია კანონპროექტის გაუმჯობესებისთვის“, ანუ თავად კანონპროექტში რა უნდა იყოს გაუმჯობესებული და არის 3 საკითხი: პირველი - ტერმინოლოგიის დაზუსტება, მაგალითად რას ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, მეორე - სამართლებრივი მექანიზმები იყოს უფრო ძლიერი, მოსმენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. და მესამე - შედეგები, ამ რეესტრში აღმოჩენის, რომ იყოს უფრო პროპორციული, მაგალითად, უკრაინული კანონის მიხედვით ოლიგარქს სრულად ეკრძალება პარტიების დაფინანსება, ხოლო ვენეციის კომისია ამბობს, რომ იქნებ ლიმიტით მისცენ შესაძლებლობა, რომ დააფინანსოს. ვნახოთ, ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი და მსჯელობის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი