მდინარე ბაწარასა და ალაზნის შენაკადებში 100 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ქვირითი გაუშვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 18 მარტი 2023, 16:32

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარე ბაწარასა და ალაზნის შენაკადები აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დაათევზიანეს.

აღნიშნული სააგენტოს ინფორმაციით, დათევზიანების პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებასა და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სატვირთო მანქანების სლოვაკი მძღოლები იმუქრებიან, რომ პარასკევიდან უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელს გადაკეტავენ, თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები უკრაინელი გადამზიდავების მხრიდან კონკურენციის შესაზღუდად
ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ოთარ შამუგია: თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მოვახერხებთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი კი არ იყოს არჩევნების წინ, არამედ იყოს რამდენიმე პოლუსიანი - ამას მოვახერხებთ იმ შეთავაზებით, რომელსაც შევიმუშავებთ ჩვენს ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან ერთად
არქივი