
18-31 მარტს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლები გაიმართება.
ღონისძიებებს მუსიკალურ თანხლებას გაუწევს საოპერო სტუდიის ორკესტრი, რომელსაც უდირიჟორებენ: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი, პროფესორი გოგი ჭიჭინაძე და ასისტენტ პროფესორი ლევან ჯაგაევი.
პროგრამა:
• 18 და19 მარტი, ვ.ა მოცარტი -"ფიგაროს ქორწინება", I და II მოქმედება.
დირიჟორი: გოგი ჭიჭინაძე. რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - ნეიკო ნეიძე.
• 25 და 26 მარტი - გ.დონიცეტი - "სიყვარულის ნექტარი".
დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი. რეჟისორი - ლელა გვარიშვილი, მხატვარი - ნეიკო ნეიძე.
• 30 და 31 მარტი - ჰ. პერსელი "დიდო და ენეასი".
დირიჟორი: ლევან ჯაგაევი. რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - ნეიკო ნეიძე.
კონსერვატორიის საოპერო სტუდია 1952 წლიდან არსებობს, როგორც ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. საოპერო სტუდიამ ამ წლების მანძილზე არაერთი საოპერო ვარსკვლავი აღზარდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან სცენებს იპყრობენ და სახელს უხვეჭენ, როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე კონსერვატორიის ვოკალურ სკოლას.
კონსერვატორიის საოპერო სტუდიამ, საქართველოში საოპერო მიმართულებით დამკვიდრებული ტრადიიციის შესაბამისად, საპრემიერო სპექტაკლი – ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ 1952 წელს წარმოადგინა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |