გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე გვქონდა საუბარი, განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 19 მარტი 2023, 18:19

 პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა, რა საკითხებს ეხებოდა გუშინ, ბორჯომში გამართული უმრავლესობის სხდომა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი.

„გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე საუბარი გვქონდა. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად: სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ დეპუტატი დავით სერგეენკო პარტია „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტის მიმართებაში, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული. მე ვერ ვხედავ ამაში ისეთ თემას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
გიული ალასანია სააკაშვილზე: წინ არის წამოწეული ჰუმანიტარული მხარე, კი ბატონო, დიდი მადლობა, მაგრამ ეს ადამიანი აქ სამკურნალოდ ხომ არ ჩამოსულა?!
არქივი