გიორგი ვოლსკი - საქართველო 38 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჰააგას ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 19 მარტი 2023, 20:04

 საქართველო 38 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჰააგას ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პერიოდში, უკრაინის ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია. 

 "როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად, ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი პრეზიდენტის ჩათვლით თუ კი სამხედრო სახის დანაშაულებები იქნებოდა ჩადენილი. ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დანიშნულება და სტატუსი. იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა და სხვა 37 ქვეყანასთან საქართველო ამზადებდა ამ სარჩელს ჰააგაში შესატანად, ამ პერიოდში უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია. უკრაინის ინტერესია არა მადლიერება გამოხატოს იმ პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისთვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და ამას ღიად ადასტურებენ," - განაცხადა ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
გიული ალასანია სააკაშვილზე: წინ არის წამოწეული ჰუმანიტარული მხარე, კი ბატონო, დიდი მადლობა, მაგრამ ეს ადამიანი აქ სამკურნალოდ ხომ არ ჩამოსულა?!
დარეჯან ცხვიტარია: ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა ყველაფერი გაინაღდეს და უკვე მიშა არ არის მათთვის აქტუალური
არქივი