როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე შესაძლო, სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი, პრეზიდენტის ჩათვლით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 19 მარტი 2023, 20:38

როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე შესაძლო, სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი, პრეზიდენტის ჩათვლით, თუკი სამხედრო სახის დანაშაულები იქნებოდა ჩადენილი, ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დანიშნულება და სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება მზადდებოდა და სხვა 37 ქვეყანასთან ერთად, საქართველო ამზადებდა სარჩელს ჰააგაში შესატანად, მოხდა უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა.

„დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არათუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური თანადგომისთვის, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი დღემდე იქ არის და საკმაოდ საშიშ პირობებში აგრძელებს მუშაობას, როგორც ელჩი, ასევე მთლიანად საელჩო და საკონსულო. ეს არის რეალობა და ეს მიანიშნებს, რომ უკრაინის მიზანი და ამოცანა აბსოლუტურად სხვა არის საქართველოს მიმართ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის ინტერესია, არა მადლობა გამოხატოს იმ პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისათვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ამას ღიად ადასტურებენ. პოლიტიკური სიბეცე და პოლიტიკური სიბრმავე ვინც გამოიჩინა, იმას ვერაფერს ვეღარ უშველი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას სპეციალურად იყენებენ, რომ ადამიანებს მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია, თაღლითური ინფორმაცია, თითქოს საქართველოს აქვს რაიმე ინტერესი, როგორმე მხარი დაუჭიროს ან რუსეთის კარნახით იმოქმედოს. არ დადასტურდა შავი ხვრელები, არ დადასტურდა სანქციების წინააღმდეგ წასვლა, არაფერი არ დადასტურდა. დღის წესრიგში რჩება ერთი ამოცანა, ეს არის საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში, ყველაფერი დანარჩენი ინსინუაციაა.

2008 წლის ამბები გავიხსენოთ, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, დღეს ვინც აქციების ჩატარებას აპირებს და ხალხს მოუწოდებს, არცერთ სასამართლოს არ მიმართა და ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმდენად უბადრუკი მასალები შეიტანა, რომ გადმოაგდეს უკან. დამალა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლოც ჩვენ მოვუგეთ რუსეთს და ჰააგის სასამართლოც ჩვენ მოვუგეთ რუსეთს, ჩვენ მოვიგეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს. და ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სადისტურად მართა თავისი დარგი, რომელმაც სადისტურად დაარბია მიტინგი, დღეს ლაპარაკობს, თითქოს ჩვენმა პოლიციამ ძალას გადააჭარბა, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებული ადამიანების მიმართ გამოიყენა აბსოლუტურად შეზღუდული და ლიმიტირებული, კანონით დაშვებული ძალა, წყლის ჭავლი და სახელდახელო გაზის ბალონები“, - განუცხადა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

ამასთან, ვოლსკის განმარტებით, „ჰააგის ტრიბუნალი შექმნილია იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულები გამოიძიოს და შესაბამისი დასკვნა გააკეთოს, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნაწილიც აქვს“.

„შეუქცევადია ის პროცესი, როდესაც რუსეთი დასახელდა დამნაშავედ ამ საომარ მოქმედებებში, მისი ლიდერი დასახელდა დამნაშავედ ამ საომარი მოქმედებების დაწყებისთვის. რასაკვირველია, კონკრეტული ფაქტია შეფასებული, ეს არის უკრაინელი ბავშვების გაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ამას არ აქვს მარტო სამართლებრივი გამოხატულება, რასაკვირველია, ეს არის სერიოზული პოლიტიკური აქტი, ფაქტი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

2022 წლის მარტში, საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს
შალვა პაპუაშვილი: ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით. ეს არის სწორედ ყოფილი კოლონიის მენტალიტეტი, რომლითაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაავადებულია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი
გიორგი ვოლსკი: საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა, აგრესიული იყო, შემდეგ ტერიტორიიდან განარიდეს
არქივი