სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
საარჩევნო საკითხებზე ბათუმში მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 01 აპრილი 2023, 15:16

საარჩევნო საკითხებზე ბათუმში მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.

„საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა 29 აპრილს გასამართ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით იმართება. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, სიახლეები საარჩევნო უბნების საზღვრებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და სხვა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა: „მოსამართლეთა კორპუსთან სამუშაო შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის, რადგან არის საკანონმდებლო სიახლეები, არის მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და აუცილებელია მოსამართლეებს ჰქონდეთ ბოლო ინფორმაცია. ინფორმაციის მიმოცვლა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ეფექტიან აღსრულებას. ამასთან, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ვიმსჯელოთ საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტიან გზებზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესს დავების განხილვის კუთხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ პროცესში შემოდის საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელიც ეხება ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებას და შესაბამის საკანონმდებლო მოწესრიგებას ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მოსამართლეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება იმ საკანონმდებლო გადაწყვეტის შესახებ, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცედურების მოდერნიზებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მართლმსაჯულების ეფექტიანი აღსრულება და განხორციელება მოხდეს პრაქტიკაში.“

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით: „სასარგებლო ტრადიციად იქცა ყოველი არჩევნების წინ საარჩევნო ადმინისტრაციის და მოსამართლეების სამუშაო შეხვედრები, რომელიც ძირითადად ხორციელდება IFES-ისUSAID-ის დონორობით, რისთვისაც ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავთ მოსამართლეები. ეს შეხვედრები ერთი მხრივ არის იმისთვის რომ სწორად აღვიქვათ არჩევნების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო, განსაკუთრებით ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გასული წლის დეკემბერში განხორციელდა. იმისთვის რომ საბოლოოდ ზუსტად სწორად და სამართლიანად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი თითოეულ საარჩევნო დავასთან მიმართებაში რაც იქნება 2023 წლის 29 აპრილის არჩევნების საფუძველზე წარმოშობილი.“

სამუშაო შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და საარჩევნო უბნების საზღვრებთან დაკავშირებით არსებული სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს თავად გააცნო ის საარჩევნო ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც იგეგმება მომავალი არჩევნების ჩატარება. მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული აქტების შესახებ ისაუბრა. საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები კი მონაწილეებს IFES-ის ექსპერტმა დავით ღონღაძემ გააცნო.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღე საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმობა, რომელსაც მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი წარუდგენს.

სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით მართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე
ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება და როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს - იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი
არქივი