სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 01 აპრილი 2023, 16:48

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი 7- 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ადამიანს, რომელიც პოლიციელს დასაწვავად იმეტებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იცავენ.

მეგრელიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებულმა პირმა, წარსულში საკუთარ მამასაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

„ადამიანი მამას რომ დაჭრის, ის სხვას დაინდობს?
პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს?
კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობოებზე: ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური „ნაციონალურო მოძრაობის“ და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას
ნინო წილოსანი წალენჯიხაში მიმდინარე ფესტივალზე: ლევან ცუცქირიძე და მისი ორგანიზაცია, არა მხოლოდ ახლა, არამედ წლებია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას და ამ პარტიის ინტერესებს ემსახურება
დავით მათიკაშვილი: როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული
ირაკლი ქადაგიშვილი კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსზე: ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით თვალსაჩინო და ხელშესახები პროგრესია
ტრამპის აზრით, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევენ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
არქივი