49
01 აპრილი 2023, 17:13

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 12 რეკომენდაციის შესრულებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პარტიამ აჭარის მთავრობის სახლთან აქტივისტები აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეკრიბა.
„საინფორმაციო შეხვედრები გვექნება კახეთში, ხვალ ქუთაისში და ასევე შიდა ქართლში. 9 აპრილს მთელი საქართველოდან ევროპული მომავალი ვისაც სურს, ანტიპუტინისტებმა, ანტირუსებმა, მოიყარონ თავი დედაქალაქის ცენტრში. ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ამას საზოგადოება კარგად ნახავს. ევროპული მომავალი სურს არა თუ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |