კახა კალაძე: გაფორმდა ხელშეკრულება 35 ერთეული ტურნიკეტის შესყიდვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ არსებული ტურნიკეტები და დავამატოთ გასასვლელები მეტროსადგურებზე - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 17 მაისი 2023, 11:31

როგორც იცით, მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ წარმოადგენს მეტროს ბოლო გაჩერებას და ემსახურება თბილისის ერთ-ერთ უმსხვილეს რაიონს - გლდანს. ბოლო პერიოდში მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, დილის პიკის საათებში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში ფიქსირდებოდა მგზავრთა შეჯგუფება, რაც გამოწვეული იყო მეტროსადგურის ტურნიკეტების (გასასვლელების) არასაკმარისი გამტარუნარიანობით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ პრობლემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, დროებითი ღონისძიების სახით, დაემატა ტურნიკეტები და შეიცვალა მათი განლაგება - აქამდე არსებული 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი და მიმდინარე წლის 7 მაისიდან უკვე ემსახურება მგზავრებს.

ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, დღეის მდგომარეობით, სადგურს აქვს 9000-მდე მგზავრის მიღების საშუალება.

ბოლო 10 დღის დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ დამატებითი გასასვლელების მოწყობის შემდეგ სადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში მგზავრები აღარ შეფერხებულან.

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ქართულ მიკროელექტრონიკასთან“ სპეციალურად ამ პროექტზე მორგებული გაბარიტების მქონე 35 ერთეული ტურნიკეტის შესყიდვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ არსებული ტურნიკეტები და დავამატოთ გასასვლელები მეტროსადგურებზე - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“.

პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 222 000 აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში 10 გასასვლელი მოეწყობა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, 9 გასასვლელი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ და შეიცვლება მოძველებული ტურნიკეტები მეტროსადგურ დიდუბეში.

გარდა ამისა, „ვარკეთილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ გამოთავისუფლებული ტურნიკეტებით ჩანაცვლდება ყველა მოძველებული, ე.წ. „ტრიპოდის“ ტიპის ტურნიკეტები სხვა მეტროსადგურებში. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ და, ცხადია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება, სისხლისღვრა
ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია ეს გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს
ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო
პროკურატურამ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი