ნიკა მელია - ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 20 მაისი 2023, 12:50

ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
მელიას თქმით, საქართველოში მყოფი ლავროვის ოჯახის წევრებიდან სამი სანქცირებული პირია და, რადგან სხვაგან ვერ მიდიან, ამიტომ ჩამოვიდნენ ყვარელში.
„სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაბინავებულნი. ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი. ლავროვის უახლოესი ოჯახის წევრის, სიძის ძმის ქორწილს იხდიან, ლავროვის სიძე, ქალიშვილი, სიძის ძმის მამა აქ არიან. სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის, ბრიტანეთის მიერ. ე.ი არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. ის ხომ ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში. დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას, გამარჯვება რუსეთს და დამარცხება ქართველ ერს. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“, – აღნიშნა მელიამ.
მისვე თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არიან გადაჯაჭვულნი.
„ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. პუტინის მარიონეტი გავრილოვი არაფერი არ არის, ამ ხალხთან შედარებით. 2004 წლიდან მოყოლებული ლავროვი არის საგარეო საქმეთა მინისტრი ტერორისტული სახელმწიფოსი, რომელიც ამართლებს პროპაგანდისტულად ყველა ერის ჟლეტვას და ხოცვას. გათენდა ის დღე, როდესაც ვიცით, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვა ქორწილს იხდის. ჩვენი გმირი მეომრები, ცოცხალი გმირები, რომლებიც დღეს უკრაინაში არიან, ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ და ვისაც ეომებიან, ვისგანაც იცავენ ჩვენს ქვეყანას, ყველა ეს ადამიანი დღეს აქ არის. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ეს ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არიან გადაჯაჭვულნი. მათ შორის ზღვარი არის წაშლილი. საქართველოს არ ჰყავს ქართული ხელისუფლება, ჰყავს რუსული ხელისუფლება“, – განაცხადა მელიამ.
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიციაა მობილიზებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოსული სანქცირებული პირები იმყოფებიან „ყვარლის ტბაზე“, სადაც წვეულების გამართვა იგეგმება. სასტუმროს ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი