სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ჩემი შემოქმედების მთავარი გმირი ადამიანია“ -  თიკო ბახტაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 22 მაისი 2023, 14:54
დღეიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი“ ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს  თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ“.


ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია.

სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანია და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.


თინათინ (თიკო)ბახტაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,დამთავრებისთანავე მან გააგრძელა მუშაობა ფერწერაში.მისი სტილი განსხვავებულია,მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში.მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით.მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან. მას არარეთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ. 

აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე. 


თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის  2018 წელს დაჯილდოვდა international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი. თიკოს ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს
არქივი