ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 22 მაისი 2023, 20:31

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“.

„ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება“, - განაცხადა ეგორ ჩერნიევმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ჩერნიევმა აღნიშნა, უკრაინის ყველა მთავარი მოთხოვნა დეკლარაციის საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია.

მან აღნიშნული უკრაინის დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
რუსეთმა ფინეთში რუსეთის საელჩოს ფილიალი დახურა და რუსეთში ფინეთის ორი საკონსულოს მუშაობაზე თანხმობა გაიწვია
მარტინ სკორსეზე რომის პაპს შეხვდა და იესო ქრისტეს შესახებ ფილმი დააანონსა
გიორგი ჩალაძე: როგორ გგონიათ, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს?
ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს
არქივი