ირაკლი კობახიძე- ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო- რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამაზე გასცენ პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 25 მაისი 2023, 16:49
 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები არ არის გამოფენილი და აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო.

კობახიძის თქმით, თუ რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამ კითხვას გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა.

„ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად ესენი არიან “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად, "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ესაა მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები  ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
რუსეთმა ფინეთში რუსეთის საელჩოს ფილიალი დახურა და რუსეთში ფინეთის ორი საკონსულოს მუშაობაზე თანხმობა გაიწვია
მარტინ სკორსეზე რომის პაპს შეხვდა და იესო ქრისტეს შესახებ ფილმი დააანონსა
გიორგი ჩალაძე: როგორ გგონიათ, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს?
ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს
არქივი