რეგიონებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 26 მაისი 2023, 09:22

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, თბილისთან ერთად, ემზადებიან რეგიონები. ქუთაისში ღონისძიებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენ ტო წარმოადგენს.

მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროგრამა, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ტრადიციულად, გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა. პროგრამა დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.

ბათუმში ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, მასპინძელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. წარმოდგენილია უწყების ყველა დანაყოფი, მოწყობილია საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, გამოფენილია სპეცტექნიკა.

პროგრამა მოიცავს როგორც კულტურულ ღონისძიებებს, ასევე სპორტულ აქტივობებს. იგეგმება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვაც. საღამო გალა კონცერტით დასრულდება.

გორში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას წარმოადგენს. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არაერთ სახალისო აქტივობაში – მათ ადგილზე დახვდებათ თემატური ინსტალაციები, ციფრული კუბი, საბავშვო გასართობი სივრცეები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მეწარმეებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარდგებიან, ხოლო დღის ბოლოს, ცნობილი მომღერლებისა და ბენდების მონაწილეობით, გალა-კონცერტი გაიმართება

მცხეთაში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. 26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში, სხვადასხვა აქტივობებს წარადგენს. მცხეთაში ღონისძიების მხარდამჭერი, სოფლის განვითარების სააგენტოა.

დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადებიან კახეთშიც. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებებია დაგეგმილი, განსაკუთრებული მზადებაა თელავში. ერეკლე მეფის ქალაქის მასპინძელი, წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

ორგანიზატორების თქმით, მთელი დღის განმავლობაში, ბევრი შემეცნებითი და კულტურული აქტივობა იქნება. თავისი მრავალფეროვნებით აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროს პავილიონი, სადაც სამხედრო ძალები საკუთარ შეიარაღებას და აღჭურვილობას საზოგადოებას 14:00 საათიდან გააცნობს.

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 14 საათიდან დაიწყება. მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს, რუკებს, ფოტოებს და აქტივობებს გაეცნობიან.

დამთვალიერებლები სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარს შეავსებენ, მოეწყობა ფოტო ზონა. ზუგდიდის ბულვარში გაიმართება მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. მოეწყობა საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები. საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. შესრულდება საქართველოს ჰიმნი, რის შემდეგაც დაიწყება შემაჯამებელი კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადებიან ტყიბულშიც. საზეიმოდ მოირთო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.

11:00 საათზე, მოწამეთაზე შედგება წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია, ქალაქის ცენტში გასართობი აქტივობები კი, 14:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა შემოქმედებითი მასტერკლასი, შემეცნებითი თამაშები და სხვა აქტივობები.

გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. მოქალაქეები ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრებიან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას- თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
არქივი