საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 26 მაისი 2023, 13:35

1991 წლის 31 მარტს ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შალვა პაპუაშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ისტორიული შერიგების ქვაკუთხედი.

მისი თქმით, ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ არსებობს.

,,დღეს განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ყველას უნდა გვქონდეს გაზიარებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა.

სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ისტორიული შერიგებისა და მომავალი თანაცხოვრების ქვაკუთხედი.

ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს, ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარუშლელი ისტორიაა.

სამწუხაროდ, გარე ძალების ხელშეწყობითა და ჩვენი შეცდომებით, ეს შეთანხმება დაირღვა და ვერ განხორციელდა.

დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ ჩვენი ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც შედგება ისტორიული შერიგება საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ამ ერთიანობის სულისკვეთებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა
NDI - არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, ამავდროულად არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სიტყვიერი თავდასხმები
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს
მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების
ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ და ჩვენ ვეტყვით მას: „გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს“
არქივი