სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვინმეს, პრეზიდენტს, გავრილოვის სახელი ეხსენებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 26 მაისი 2023, 14:45

ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვინმეს, პრეზიდენტს, გავრილოვის სახელი ეხსენებინა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა „მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია“.

„ზუსტად ვერ აღვიდგენ ტექსტს, რა ითქვა, მაგრამ მკაცრი უკმაყოფილება გამოითქვა ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან. მეც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ბევრი ჩემი კოლეგა. ასეთი სიტყვით გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო. კატეგორიულად მიუღებელია, ეროვნულ დღესასწაულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტი გამოდიოდეს, ფიცის დადების ცერემონიაზე მიმართავდეს ჯარს, წვევამდელებს და ელაპარაკებოდეს ისე, როგორც, მაგალითად, ჩვეულებრივ, მიმდინარე რაღაც თემებზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრებდა, ეს ყველაფერი მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია. განცხადებასთან მიმართებით სამართლიანად გამოხატული პროტესტი იყო, არც ჩვენ გვსიამოვნებდა იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით, პრეზიდენტმაც მოისმინოს ათასში ერთხელ ასეთი უკმაყოფილება. კონკრეტული ტექსტი არ მახსოვს, რა ითქვა, მაგრამ არც ერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა და ჩვენგან ბევრმა თქვა, არავითარი პროტესტი არ გამჩენია, რადგან ყველაფერი იყო სამართლიანი. უკმაყოფილებას ვუზიარებდი კოლეგებს, რამდენად ხმამაღლა გამოვიდა და ტემბრი როგორი მქონდა, ნამდვილად ვერ აღგიწერთ, შეგიძლია, თქვენ შეაფასოთ. ქადაგიშვილმა შედარებით ხმამაღლა წამოიძახა, სავსებით სამართლიანი უკმაყოფილება გამოთქვა, ამას ყვირილს ნუ დაარქმევთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლება და მმართველი გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს
არქივი