
იერუსალიმის პირველი ისტორიული სადგურის ტერიტორიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აჭარის დღე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღება ასევე გაიმართა იერუსალიმში, ყოფილი ქართული მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც 1932 წელს სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის საფლავის ქვა არის აღმოჩენილი და ქართველების კვალს მოწმობს წმინდა მიწაზე.
„აღნიშნული წარწერა ისრაელის სიძველეთა სამსახურთან თანამშრომლობით, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დროს სცენაზე იყო წარმოდგენილი.
კონცერტს 650 მოწვეული პირი დაესწრო, ხოლო კონცერტის შემდეგ ოფიციალური მიღება 1200 მოწვეული პირისთვის გარე სივრცეში გაიმართა, სადაც ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
მიღების სივრცეში მოწყობილ ორ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქ. ბათუმის ცეკვის ანსამბლი “ხორუმი”; ანსამბლი “ბათუმი” და 6 თვის წინ საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებული ბავშვთა ცეკვის და სიმღერის ანსამბლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |