
უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი საქართველოს სახელწოდებად Сакартвело-ს გამოყენების თაობაზე.
„ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერასა და ურთიერთობაში, ასევე მედიასაშუალებებში საქართველოს სახელწოდებად Грузія-ს ნაცვლად გამოიყენებოდეს Сакартвело, ხოლო ქართველებთან მიმართებაში грузині-ს ნაცვლად გამოიყენებოდეს картвелі“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
ინიციატივის ავტორთა თქმით, უკვე თითქმის 15 წელია, ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, უარი თქვან სახელწოდება Грузія-ს გამოყენებაზე, რომელიც რუსიფიცირებულად ითვლება.
„აღსანიშნავია, რომ სახელწოდებად Грузія-ს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანა იყენებს, მათი უმრავლესობა კი პოსტსაბჭოთა ან წარსულში საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნებია. ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სახელწოდების გამოყენებაზე უკვე თქვეს უარი ლიეტუვამ, ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |