პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 30 მაისი 2023, 19:48
„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი. 

როგორც საქარიშვილი აღნიშნავს, ამით პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი.


„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა. ამით პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი! რეალურად კი ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პროვოცირებულია და ამ პროქსი ომისთვის მზადება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხადია ეს არ ამართლებს იმ ტრადეგიას, რაც უკრაინაში ხდება, ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და ამაში დიდ როლს შეასრულებს სიმართლე, რეალობის ჯანსაღი გაანალიზება და არა ფსევდო-ტრენდები! ლიბერალური მედია კრძალავს სიმართლის გავრცელებას, მთელს მსოფლიოს ფსევდო-რეალობაში აიძულებს ცხოვრებას და ვინც არ ემონება მათ ნარატივებს, ყველანაირი მეთოდით ცდილობენ მათ გაჩუმებას. 
ნახეთ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშეიმერის ვრცელი ნაშრომი (“რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”https://www.economist.com/.../john-mearsheimer-on-why-the..., ამერიკელი პროფესორი ამაზე ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა. წაიკითხეთ, დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ნოამ ჩომსკის ინტერვიუები (https://geo-first.com/noam-comski-ukraina-tavisufali.../) სადაც ცნობილი მეცნიერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის პროვოცირებული და პროქსი ომი. ასევე გაეცანით, მშვიდობის დარგში ნობელიანტის ადოლფო პერეს ესკიველის მოსაზრებებს ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე, დაშვებულ შეცდომებზე და ევროპის მდგომარეობაზე. დღეს, ვინც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამ სიმართლეს, იქნებ წაიკითხონ ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის წერილი, რომელიც 1997 წელს “The New York Times”- ში გამოქვეყნდა NATO-ს გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რასაც ქენანი “საბედისწერო შეცდომას” უწოდებდა. გაიხსენონ, რაზე აფრთხილებდა მათ ჰენრი კისინჯერი და კიდევ ძალიან ბევრი მოაზროვნე ადმიანი. 
დიახ ბატონებო, შეეგუეთ - ტყუილზე დაშენებული კონიუნქტურა გენგრევათ და საქართველო არ აპირებს ამ ნანგრევებში დარჩენას!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს დასკვნას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, ხელი მოაწერა თავად სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე წარმომადგენელმა
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პრემიერი: როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს
რატი იონათამიშვილი: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად!
ეკა სეფაშვილი: აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია, შეეცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების უზრუნველყოფისა და პოლიტიკისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის ნაწილისთვის არასწორად მიეწოდებინა
არქივი