სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 30 მაისი 2023, 21:56

12-პუნქტიან გეგმაში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ თვალსაზრისით 12 პუნქტს პირდაპირ უკავშირდება და ასრულებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ჩართულობა, მონაწილეობა და ინტერესი საზოგადოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს კარგად წარმოაჩენს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ოპოზიციას ევრორეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებაში აქვს.

„სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია თავისთავად მნიშვნელობა და ღირებულება ამ საკანონმდებლო აქტის, რომელსაც ვიღებთ ახლა, რადგან თავისი შინაარსით ეს არის კანონპროექტი, რომელიც წლებია ელოდება დღის სინათლეს და მათ შორის ძირითადი მოტივი, რის გამოც იცვლება დღეს მოქმედი კანონი ამ ახლით გახლავთ ის, რომ ევროპული რეკომენდაციების არა, ევროპული დირექტივის მოთხოვნები შესრულდეს, რომელიც მსხვილი ნაწილია ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის.

მიუხედავად იმისა რომ ასეთი დიდია ამ დოკუმენტის მნიშვნელობა, რასაც ასევე ზრდის ის გარემოებაც, რომ მაგალითად 12-პუნქტიან გეგმაში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ თვალსაზრისით 12 პუნქტს პირდაპირ უკავშირდება და ასრულებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ჩართულობა მონაწილეობა და ინტერესი საზოგადოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებაში. ეს კარგად წარმოაჩენს ჩემი აზრით იმ დამოკიდებულებას რომელიც ზოგადად ოპოზიციას სამწუხაროდ აქვს, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების და ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში“, - განახადა სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, დიდი მნიშვნელობის და მოცულობის საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, სამწუხაროდ ოპოზიციის ყურადღების მიქცევა ვერ შეძლეს.

„თუ რამეზე ხელის მოთბობის უნარი არ აქვთ და პოტენციალი არ აქვთ, ასეთ შემთხვევაში მათთვის საკითხი, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობის და ინტერესის საგანი იყოს, საინტერესო არ ხდება. არადა ეს არის ძალიან საინტერესო, დაწყებული ისეთი საკითხის მოწესრიგებით, როგორიც არის მესიჯების ავტომატურად მოსვლა/ არ მოსვლა, დამთავრებული მაგალითად უსაფრთხოების საკითხებით, მათ შორის მონაცემთა ბაზებისა. მიუხედავად ამ დიდი მნიშვნელობისა და დიდი მოცულობის საკანონმდებლო რეგულაციების, სამწუხაროდ ოპოზიციის ყურადღება ვერაფრით ვერ მივიქციეთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის გლობალურ სამიტში
არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება
გიორგი ვოლსკი ივანე ჩხიკვაძეზე: როდესაც კონგრესმენებს ტყუილს უყვები, ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, კარგი არ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ
არქივი