მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 30 მაისი 2023, 21:57

საღამოს 8 საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი , რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა.ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში, - ამის შესახებ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენა გაიმართა, რომელიც ევრორეკომენდაციების შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას ეხება.

მაია ბითაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დღეს სხდომათა დარბაზში ისტერია, პერფორმანსი და ქილიკი იხილეს, იმის შესახებ, რომ უმრავლესობას ევროკავშირში არ სურს .

„საღამოს 8 საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების 2 ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი , რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა. დღეს ჩვენ დარბაზში ჩვენი ოპოზიციონერებისგან ვიხილეთ ისტერიკა, პერფორმანსი, დროშების გადმოკიდება და ქილიკი იმაზე, რომ თურმე ჩვენ ევროკავშირში არ გვინდა. არცერთი არ არის დარბაზში. სამაგიეროდ არის მათ მიერ მიტოვებული და დამახინჯებულად დატოვებული დროშები და სავარაუდოდ ახლა ემზადებიან რა მოიგონონ ხვალ დილისთვის ისეთი, რომ ქვეყანა დააზიანონ და კიდევ მოცხონ ჩირქი ზოგადად საქართველოს“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი