ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის, EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 07 ივნისი 2023, 20:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის, EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს, ბეატრის ბუფონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სანდო და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე.

განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო განვითარების აქტიურ ფაზაშია. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის იდგმება. აქვე, ხაზი გაესვა თანამედროვე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობას.

EDF-მა გამოთქვა საქართველოში განახლებადი ენერგიების სფეროში, ძირითადად, ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირებისთვის მზადყოფნა და ასევე, დაინტერესდა ქარისა და მზის პროექტებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბეატრის ბუფონს ფრანგულ ენერგოკომპანიასთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.

შეხვედრას – საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ფრანგული ენერგოკომპანიის, EDF-ის ევრაზიის დირექტორი მარკ ჟირარდი, პროექტის ხელმძღვანელი სედრიკ ლავისიერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი