რა კავშირი აქვს პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლას პოლონეთის არჩევნებთან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 14 ივლისი 2023, 14:12
პოლონელი ექიმები საქართველოში ჩამოვიდნენ, „ვივამედში“ შევიდნენ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს... უჩვეულო ვერაფერი ნახეს, შესაბამისად, არც ხმაურიანი განცხადებები არ გააკეთეს. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესისგან სკანდალს ვერ ქმნის...

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელიც კი იყო. ახლა ხომ მიშას ლობისტების მიერ დაქირავებული ექიმებიც დუმილის უფლებით სარგებლობენ, არადა ადრე ყოველდღე და დღეში სამჯერ გვარწმუნებდნენ, წუთი წუთზე ფატალური შედეგი დადგებაო...

არ დადგა...  

პოლონეთიდან ექიმების გამოგზავნას სააკაშვილის ოჯახი და მისი ლობისტები დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღეს...

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მარტში ექიმების ვიზიტზე პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა აცხადებდა, რომ ყველაფერი მზად იყო, პროცესი მაინც დღემდე გაიწელა...

რატომ?

საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე თვეში პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. მმართველი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომელსაც ვერტიკალზე რეალური გავლენები აქვს, იაროსლავ კაჩინსკია, ლეხ კაჩინსკის ძმა.

იაროსლავ კაჩინსნკის პარტიის წევრები არიან მიშას დიდი ხნის ლობისტ-მეგობრები გოშევსკა და ფოტიგა

მის პარტიას ხალხის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ გარანტირებული გამარჯვება - არა.
შესაბამისად, საარჩევნოდ კაჩინსკის წინააღმდეგ შესაძლოა აეგორებინათ მიხეილ სააკაშვილის თემა. ლობისტები შეძლებდნენ შავი პიარის აგორებას: მიშას წამლავენ, კლავენ, აწამებენ, თქვენ კი არაფერს აკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებიც კი არ გაუშვით, არადა „ვივამედიდან“ არაერთხელ მოითხოვესო...

ჰოდა, გამოუშვეს... 

ვის შეეძლო კაჩინსკის ძმის წინააღმდეგ ასეთი პროპაგანდისტული თავდასხმების მომზადება? რა თქმა უნდა, მიშას ლობს. თუმცა, ლობისტების გარდა, მერაბიშვილსა და ადეიშვილსაც ჰყავთ პოლონეთში მეგობრები... 

მიშასა და კაჩინსკის მეგობრული ურთიერთობები ცნობილია. 2008 წლის ომის დროს ის, სხვა პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოშიც კი ჩამოვიდა. 

იაროსლავ კაჩინსკის ძმის პოლიტიკური მეგობრის მიმართ გულგრილობას ადვილად დააბრალებდნენ. მით უფრო, რომ ლობი ცდილობს, მიშასგან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი დახატოს...

ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ექიმები პოლონეთიდან სწორედ ახლა, პოლონეთის არჩევნების წინ გამოგზავნეს... 

პოლონეთის ხელისუფლება უბრალოდ იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო და საქართველოში ექიმები ფორმალურად მაინც გამოეგზავნა, რადგან ფაქტი, რომ მიშა არც ნაწამებია, არც მოწამლული და სასჯელსაც კარგ პირობებში იხდის, ევროპაშიც უკვე კარგად იციან.






სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე გლდანში მომხდარ ინციდენტზე: რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას - კატეგორიულად მიუღებელია
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
არქივი