შალვა პაპუაშვილი: გარწმუნებთ, საქართველო გააკეთებს ყველაფერს და ჩვენ ვიქნებით პირნათელი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროკავშირის წინაშე, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 15 სექტემბერი 2023, 00:35

ზაფხული ძალიან ინტენსიურ მუშაობაში გავატარეთ, მათ შორის ევროკავშირთან კომუნიკაციის მხრივ - პარლამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან იმასთან დაკავშირებით, კიდევ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მნიშვნელოვანი იყო ივნისში კომისარ ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიში, რომელმაც პირველად განმარტა, თუ ევროკავშირი როგორ ხედავს ამ პრიორიტეტების შესრულებას. ეს იყო პირველი ოფიციალური პასუხი. მანამდე ჩვენ ვითხოვდით, დეოლიგარქიზაციაზე ან დეპოლარიზაციაზე რას გულისხმობთ, იქიდან კი ხშირად იყო პასუხი, რომ თქვენ გააკეთეთ, ჩვენ შევაფასებთ. საბოლოო ჯამში, მაშინ ითქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 იყო შესრულებული. დღეს ჩვენ გვესმის, რომ სამი საკითხია დარჩენილი: ეს არის დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და მედიის საკითხი, გარწმუნებთ, საქართველო გააკეთებს ყველაფერს და ჩვენ ვიქნებით პირნათელი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროკავშირის წინაშე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით - ყველა ნახავს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებითაც, საქართველო კვლავ იქნება ლიდერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი