ბიძინა გიორგობიანი: ოპოზიცია დადის ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ პატრონთან და ეუბნება მათ, მოგვეხმარეთ გარედან, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 15 სექტემბერი 2023, 00:42

ოპოზიცია დადის ქვეყნის გარეთ სხვადასხვა პარტიასა და პოლიტიკურ პატრონთან და ეუბნება მათ, რამენაირად მოგვეხმარეთ გარედან, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, ჩვენ მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში, დაგვნიშნეთ საქართველოს ხელისუფლებაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მათ პოლიტიკურ პატრონს ეუბნება, რომ მოიყვანონ ისინი ხელისუფლებაში და შეასრულებენ იმას, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს

„რა უნდათ იმათ, ვისთანაც ესენი [ოპოზიცია] დადიან? იმათ უნდათ, რომ საქართველო იყოს რუსეთის ამ ბოროტების იმპერიის გარშემო ე.წ. ცეცხლოვანი სარტყელის წევრი ვიყოთ ჩვენ და როგორც უკრაინელმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ჩვენი დედებიც ტიროდნენ ისე, როგორც მათი დედები ტირიან. ეს უნდათ მათ და ესენიც თანხმდებიან, ეუბნებიან, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში ჩვენ შევასრულებთ იმას, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი