ეჭვი მაქვს, ფარცხალაძემ „ქეშის” გამოტანა მოასწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 18 სექტემბერი 2023, 20:36
გამიკვირდა ეროვნულმა ბანკმა, რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის” გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს , - ასე შეაფასა “გირჩის” ხელმძღვანელმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილ გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებსა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განმარტა, არ სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს.

„ნელ-ნელა იშიფრება „ქართული ოცნება“. მეთერთმეტე წელი მოვიდა და უკეთესად იცნობს მთელი სამყარო, ადგილობრივი საზოგადოებაც. ისიც გამიკვირდა ოთარ ფარცხალაძეს ეროვნულმა ბანკმა რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის“ გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს. მგონია, რომ ეს გაკვეთილია ქართველი ხალხისთვის, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ხალხის ნდობას. ეს ხალხი რომ დამწკრივდა არჩევნებზე, ხმებს რომ აძლევდნენ „ქართულ ოცნებას“, 50-100 ლარზე, ხახვებზე და კარტოფილებზე რომ იყიდებოდნენ, ეგ არის ფაქტი. როცა 20-50 ლარად მოგისყიდიან, მერე გაგიბედავენ იმას, რომ ფარცხალაძე იყოს შენი გენერალური პროკურორი და დასანქცირებულ კაცზე გვეუბნებოდნენ, გვჯერა, კარგ საქმეს გააკეთებდა, ცუდად დაინახესო. ჩემი აზრით, ღირსია ის ხალხი, ვინც რომელიმე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობას აძლევს. ეს სიმპტომი სხვადასხვა დროს ყველა ჩვენს მმართველს დაემართა. ახლაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სისტემა ბოლომდე ირყვნება, აქამდე მალავდნენ. მაგალითად, „ქართული ოცნების“ წევრებს სიმდიდრის გამოჩენა ცოტათი ეკრძალებათ, მაგრამ დავინახეთ, რომ თვითმფრინავი ტაქსებად ჰყავთ მოწყობილი და დაფრინავენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მან ისაუბრა ოპოზიციაზე, ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია "ოროსნების როლს" თამაშობს.

„ჩემი აზრით, „ნაცები“ „ქოცების“ დანამატია და „ქოცურ“ თამაშს თამაშობენ. ჩემი აზრით, მათი მენეჯმენტი, მიხეილ სააკაშვილს არ ვგულისხმობ, იჯდება "ქოცებთან" იმიტომ, რომ შეუძლებელი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაარღვიო უგონობა. მე ოროსან კლასელებთან და კურსელებთანაც მქონია ურთიერთობა, რომელიც რაღაც პროგრამას ვერ სწავლობდა და ეხმარებოდი რაღაცნაირად, მაგრამ იმას გააგებინებდი რაღაც მუშაობის მერე. ამდენი არცერთ ჩემს კლასელთან ან კურსელთან არ დამჭირვებია, რაც ოპოზიციასთან მაქვს ნამუშევარი. ამიტომ, არ მჯერა რომ ისინი უბრალოდ „ოროსნები“ არიან. ჩემი აზრით, ისინი „ოროსნების“ როლს თამაშობენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, „როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლის ლაპარაკს დაიწყებს, ამ დროს დაიწყება აზრზე მოსვლა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი