სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 18 სექტემბერი 2023, 20:52
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა არის სისხლის სამართლებრივი, ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული, ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე. როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება, იყოს ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება, არსებობდეს, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მიმართ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, საქართველო მოქმედებს სხვა პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში კონსტიტუციით ეკისრება. რაც შეეხება სანქციებს, თავისი არსით, სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლის სამართლებრივი სანქციები. რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა არის სისხლის სამართლებრივი. ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული. ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ ადამიანის უფლებების ნაწილში“, - განაცხადა კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი