ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი, რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 18 სექტემბერი 2023, 21:07
მაგალითად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, რომ წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და ეს უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვისო. ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შემაშფოთებელია ფორმები, რომლითაც რადიკალები არეულობას გეგმავენ.

„აქ კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი ფორმებია, რომლებზეც იყო საუბარი სუსის განცხადებაში. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან რომ განწირული არიან შემდეგ არჩევნებშიც. რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი მიზნები სწორედ ესაა, პროვოკაციები, არეულობა, რადგან სხვა მიმართულებით მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი