სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს მტკიცებულებების გარეშე სანქცია დაეკისროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 18 სექტემბერი 2023, 21:43
პირველი შემთხვევაა საქართველოს მოქალაქეზე სანქციის დაწესების. პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც, მტკიცებულებების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხვალ რომ თქვენ ვიღაცამ დაგასანქციროთ, ჩვენ ამ საკითხის კანონიერება უნდა მოვითხოვოთ თუ არა? საქართველოს მოქალაქე, არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ვიღაც მსჯავრდადებულიც რომ იყოს, ამასთან დაკავშირებით, სხვა სახის სანქციები რომ დააწესოს სხვა ქვეყანამ, აქვს თუ არა ვალდებულება სახელმწიფოს, რომ მოითხოვოს მტკიცებულებები, რის საფუძველზე მოხდა ეს დასანქცირება? პირველი შემთხვევაა საქართველოს მოქალაქეზე სანქციის დაწესების. პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც, მტკიცებულებების გარეშე. კონსტიტუციას ასე არ უნდა ვარღვევდეთ. ჯერ უნდა მოითხოვოს ეროვნულმა ბანკმა თუ სხვა უწყებამ საქართველოს სახელმწიფოში მისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება.

რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ფარცხალაძე დაადანაშაულეს ორ რამეში. 1. თითქოს ის იყოს „ეფესბეს“ აგენტი და მეორე: თითქოს მას ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე გავლენა ჰქონდა. მეორე მართალია? ვინმე დამიდასტურებს? ეს შეიძლება მართალი იყოს? თუ ასეთივე „სიმართლეა“ პირველი? თუ ვიცი, რომ მეორე ტყუილია, პირველს უაპელაციოდ ვიჯერებ? თან რა მძიმე ბრალდებაა - კაცს აბრალებენ რომ „ეფესბეს“ აგენტია და მტკიცებულებები არ არის. რატომ ითხოვთო მტკიცებულებებს - გვამუნათებენ ჩვენი ოპონენტები. გამოვიდა, ვინმეს მიადგა და რაიმე გავლენა სცადა? ბუნებრივია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან დაკავშირებით დავაყენებთ საკითხს, რომ რაღაც ფორმატი უნდა არსებობდეს. შეიძლება იყოს საჯაროობა, ან მიაწოდონ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია, რომ არსებობს ეს მტკიცებულება, რის საფუძველზეც მე მე ეს დასკვნა გამოვიტანე, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეზე ასე უბრალოდ ვერ იქნება გაზიარებული მოცემულობა და ეს პრეცედენტი დააზიანებს საქართველოს კონსტიტუციის დაცვას მისი მოქალაქის ულფებრივ მდგომარეობასთან დაკავშირები“, - განაცხადა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი