გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკომისიის 12 პუნქტს ჯერჯერობით ისევ „ქართული ოცნება“ ასრულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 19 სექტემბერი 2023, 16:36

ევროკომისიის 12 პუნქტს ჯერჯერობით ისევ „ქართული ოცნება“ ასრულებს, არადა დეპოლარიზაციის და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა ოპოზიციის ჩართულობა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავად ევროკომისია აღიარებს, რომ 3 პუნქტი სრულად არის შესრულებული და 7 პუნქტის მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

„რომელ დეპოლარიზაციაზეა საუბარი, გუშინ კარგად ვიხილეთ თუ რას აპირებენ ეს ადამიანები - არეულობას და დესტაბილიზაციას. პირდაპირ ეთერშიც აღარ მალავენ უკვე, რომ საქართველოს მტრობით არის დაკავებული ეს ჯგუფი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს „კოვზიც ნაცარში ჩაუვარდებათ“. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ისე როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული და ამ ყველაფერს კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს დაინახავს ევროკავშირიც. ის რაც შარშან არ მოხდა, კანდიდატის სტატუსი მონიჭება, იმედი მაქვს, რომ წელს ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი