გივი მიქანაძემ ახალგაზრდული სივრცის, „მედიათეკის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 19 სექტემბერი 2023, 17:14

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო რუსთავში ახალგაზრდული სივრცის - „მედიათეკის“ გახსნის ღონისძიებაში. მედიათეკა წარმოადგენს სივრცეს, რომელიც უმთავრესად მოემსახურება რუსთავში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მათ მრავალმხრივ სერვისებს შესთავაზებს, მათ შორის: არაფორმალური განათლების ღონისძიებებს, სამუშაო სივრცეს, წვდომას ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებსა და მატერიალურ წიგნებზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სასარგებლოდ და საქმიანად გაატარონ დრო თანატოლებთან, მოაწყონ იდეებისა და პროექტების პრეზენტაციები, დაგეგმონ და განახორციელონ სხვა აქტივობებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გივი მიქანაძემ „მედიათეკას“ გადასცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი წიგნები.

მედიათეკის გახსნას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლები.

რუსთავში ახალგაზრდული სივრცე ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მერიის მჭიდრო თანამშრომლობის და თანადაფინანსების შედეგად მოეწყო.

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი