სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
გიორგი ვოლსკი: მე მგონია, რომ შარლ მიშელის განცხადება არის დაბალანსებული, მასში პოზიტიური მესიჯია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 19 სექტემბერი 2023, 18:12

მე მგონია, რომ [შარლ მიშელის] განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, პოზიტიური მესიჯი მასში არის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.


„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობაში და უამრავ საერთაშორისო ფორუმში მიმიღია მონაწილეობა აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ: არ არსებობს ასეთ პოლიტიკურ პროცესში ისეთი პასუხი, რომ ერთ ან მეორე მხარეს მიეცეს გამარჯვების ყიჟინის ატეხის საშუალება, რადგან ისინი ხედავენ, თუ რა დაძაბულობაა აქ, შიგნით და თუ რამდენად დიდი უპირატესობა ექნება დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მოცემით შეიძლება ისე დამარცხდეს ისედაც დაშლილი რადიკალური ოპოზიცია, რომ ამან შეიძლება გარკვეული დისბალანსი შექმნას და კონკრეტული ადამიანის განცხადებამ ამაში გარკვეული როლი ითამაშოს. ამიტომ მე მგონია, რომ განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, პოზიტიური მესიჯი მასში არის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემის პირობები შესაძლოა, ოქტომბერში დაასახელონ
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
არქივი