სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ჯო ბაიდენი: უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 19 სექტემბერი 2023, 19:45
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას მის ძალისხმევაში, მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ამ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება. მხოლოდ რუსეთს აქვს ძალა, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი. მხოლოდ რუსეთი დგას მშვიდობის საწინააღმდეგო გზაზე", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი "მიიჩნევს, რომ მსოფლიო დაიღლება და საშუალებას მისცემს მას უკრაინას სასტიკად მოეპყროს ისე, რომ მისთვის შედეგი არ დადგეს".

"დღეს ჩვენ უნდა აღვუდგეთ ამ დაუფარავ აგრესიას და ხვალ შევაკავოთ სხვა სავარაუდო აგრესორები. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში, გააგრძელებს უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგომას", - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი