სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ნუ მოგვცემენ ამ სტატუსს, ეს არაა ის ტრიგერი, რომელიც გამოიყვანს რევოლუციურად განწყობილ ასობით, ათასობით ადამიანს ქუჩაში. არაფერი არ გამოუვათ, მაგრამ მარტის აქციებზე ჩვენ დავინახეთ, რაზე არიან ისინი წამსვლელები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 20 სექტემბერი 2023, 20:51
 
„იყო სამართლიანი კრიტიკა, რომ იმ ე.წ. „რუსული კანონის“ ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებულობა არ იყო სრულყოფილი, აი ამ ოქტომბრის, ნოემბრის თუ დეკემბრის მოსალოდნელ მოვლენებთან სრულ მზადყოფნაშია ხელისუფლება, მისი შესაბამისი ორგანოები, რაც მთავარია, საზოგადოება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

ქართველიშვილის თქმით, ოპოზიციის გეგმები რომ გაშიშვლებულია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებში.

„მე ამ ყველაფერს შევაფასებ, როგორც ისტერიულ გამოხმაურებას ამ ბოლო თვეების განმავლობაში იმ სწორი მიმართულების პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება (მადლობა ღმერთს). ხშირად კრიტიკის ქარცეცხლის ობიექტი იყო იმის გამო, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არის და თავის მართლების რეჟიმში დგება „ნაცმოძრაობის“ სექტანტების ამა თუ იმ გეგმებთან მიმართებით, მაგრამ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიზანმიმართულად სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით მიმდინარეობს იმ გეგმების და დეტალების გაშიშვლება, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ და რომლის განხორციელებას ალბათ შეეცდებიან ამ წლის მიწურულს - შემოდგომაზე, დეკემბრის დასაწყისში. 

ყოველ ჯერზე მიდის დეტალიზაცია და იმ ტექნიკური საკითხების გაშიშვლება, რომელიც ეხება თუნდაც ახალგაზრდა რეაქციონერების, იმ კრაზანების ბუდის შესახებ სწორი ინფორმაციის მოწოდებას, რომელსაც „ფრანკლინის კლუბი“ ჰქვია, იმ საზაფხულო ბანაკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ კატოვიცესთან ერთ-ერთ სოფელში ამზადებდა ამ ახალგაზრდა ზონდერებს. ამზადებდა იმ სამხედრო ელემენტების ჩათვლით, როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რათა ელემენტარული ცოდნა ჰქონოდათ ცეცხლსასროლ იარაღთან მიმართებით და ა.შ... 
ჩვენ ამ ყველაფერზე ინფორმაციას საზოგადოებას ვაწვდიდით ხელისუფლებასთან ერთად. პოლიტოლოგები, ექსპერტები ყველაფერს ვაშუქებდით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ საზოგადოებას არ ჰქონოდა პანიკური მოულოდნელობის შიში, რომ რაღაც მზადდება, ხელისუფლება ამისთვის მზად არის, სპეცსამსახურები მზად არიან, ყველა მობილიზებულია, ყველაფერი ვიცით. ვიცით, ისიც რა ტრანზაქციებს და ტრანშებს ელოდებიან სექტემბრის მიწურულს, ოქტომბრის დასაწყისში სხვადასხვა ფონდების მეშვეობით (ეს იქნება მიხეილ ხადავრკოვსკის ფინანსური ფონდები, თუ კობა ნაყოფიას შესაძლებლობები) ვიცით დაახლოებით თანხა, რომელიც უნდა მოედინებოდეს საქართველოში არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ოპოზიციური პარტიულ ანგარიშებზე, რომ მათ მოახდინონ მომზადება საჭირო მომენტისთვის. დიდი ხანია პირდაპირ ვსაუბრობთ, რომ არაფრის მომცემ სტატუსს, რომელსაც აქვს მხოლოდ ამ ბიქფორდის ზონრის ფუნქცია, რომელმაც თითქოს უნდა ააფეთქოს მოლოდინის, უიმედობის ნიადაგზე ხალხის უკმაყოფილება და გამოიყვანოს ქუჩაში ათასობით და ასიათასობით ქართველი, რომელიც თურმე როგორც „ზეციურ მანანას“ ისე ელოდებოდა მართლაც არაფრის მომცემ სტატუსს, რომლის მინიჭება საქართველოს უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთადერთ რამეს, სამართლიანობის აღდგენას იმ უსამართლობის ფონზე, რომელიც ევროსაბჭომ ჩაიდინა შარშან და რაც ჩაფიქრებული აქვთ წელს. 

ნუ მოგვცემენ ამ სტატუსს, ეს არაა ის ტრიგერი, რომელიც გამოიყვანს რევოლუციურად განწყობილ ასობით, ათასობით ადამიანს ქუჩაში. არაფერი არ გამოუვათ. მაგრამ განსხვავებით მარტის აქციებიდან, სადაც ასევე ტრიგერის როლი ითამაშა იმ მოვლენებმა, ჩვენ ვნახეთ რაზე არიან წამსვლელები თუნდაც ტექნიკურ დეტალებში. როდესაც იყო სამართლიანი კრიტიკა, რომ იმ ე.წ. „რუსული კანონის“ ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებულობა არ იყო სრულყოფილი, აი ამ ოქტომბრის, ნოემბრის თუ დეკემბრის მოსალოდნელ მოვლენებთან სრულ მზადყოფნაშია ხელისუფლება, მისი შესაბამისი ორგანოები, რაც მთავარია, საზოგადოება. უბრალოდ, ჩვენ ვაკვირდებით რა შეცდომებს დაუშვებენ იმ ფონზე, როდესაც არაფერი დამალული არაა, არაფერი არაა კულუარულად გასარჩევი, ყველაფერს ვიძახით და ვიცით. ერთ-ერთი სასოწარკვეთილი, ისტერიული გამოეხმაურება იმაზე, რომ მათი გეგმები გაშიშვლებულია, ჩვენ დავინახეთ დღეს პარლამენტში, კულუარებში, დერეფანში რა და როგორ ხდებოდა. მათი ეს აგრესია კიდევ უფრო იმატებს იმიტომ, რომ ჩვენ საზოგადოება და ხელისუფლება დღეს გაცილებით უფრო მომზადებული და მობილიზებულები ვართ, ვიდრე წლინახევრის წინ იყო,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი