ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 24 სექტემბერი 2023, 16:58

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა. მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას ეპიზოდს, შსს-ს ოფიციალური ცნობებით, ძალადობის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

პარალელურად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობა, სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში წაიქცა, პარლამენტში წაიქცა, ევროპაში წაიქცა, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად ან ვერა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ორი პირი ვლადიმერ პუტინისადმი ჟესტის ნიშნად გაათავისუფლა
2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებული კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
არქივი