სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ნიკა მელია - გლდანში იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 24 სექტემბერი 2023, 17:02

გლდანში იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს, ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ აქვთ ობიექტურობასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გათავისუფლების შემდეგ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი არაფრით განსხვავდება პოლიციის სამმართველოსგან.

„თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა... ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ, ეს შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიაა. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება რომელიც დგას კრიმინალებზე. ჩვენ დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილებიმ სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ძალიან კარგად ვიცი, 2020 წლიდან დღემდემ რა ხდება გლდანის რაიონში. იქ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს რამდენიმე პირი და პირდაპირ დაკავშირებულები არიან პოლიციასთან, მოქმედებენ ერთად, ერთობლივად. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვსმ ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ აქვთ ობიექტურობასთან. დღეს ყველა ის პოლიციელი, რომელიც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი, მათ წინააღმდეგ ბრძოლა არის პატივი. მე არ ვიცი ნასვამ მდგომარეობაში იყო თუ სხვაგვარი თრობის ქვეშ იყო, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არაადეკვატური იყო ეს ბატონი და გასაგებია, ვინაიდან, ეს ადამიანი არის ერთ-ერთი საყრდენი ბურჯი, მაგრამ ეს ბურჯიც და სხვა ბურჯებიც წაიქცევიან.... ცინიკურები, არაფერი არ მიაჩნიათ დედამიწის ზურგზე ფასეულად, გარდა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნებისა“.

გადაჭარბების გარეშე - არაფერი განსხვავება დიღმის მთავარი პოლიციის სამმართველოსა და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს შორის არ არსებობს.

ნუ ჰგონიათ, რომ ისინი არიან დამკავებლები და ჩვენ ვართ დაკავებულები - პატივია იყო მათთან დაპირისპირებული, სხვაგვარად არც ღირსება უნდა გქონდეს, არც რეპუტაცია და ფეხქვეშ გათელილი უნდა ვიყოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ისევე, როგორც ყველაფერი“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა. მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას ეპიზოდს, შსს-ს ოფიციალური ცნობებით, ძალადობის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

პარალელურად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: სუს-ის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უმძიმესი რეალობა დაგვანახა. ეს ადამიანები არ მოერიდებიან არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ქვეყნის ლიკვიდაციასაც
ჩიხელიძე ვაშაძეს: თქვენი მიდგომა არასერიოზული და არარეალურია, ამომრჩევლის ხმებზე ნადირობის პროცესში, აბსურდული პოზიცია გააჟღერეთ
ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გადავიდა
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
არქივი